ნიშანი

ნიშანი
• რიცხვობრივი ან ხარისხობრივი საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური კურსის/მოდულის შეფასებისათვის.
Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
• ლაიბნიცის მიერ შემოთავაზებული ნიშნის ზოგადი განმარტებაც ადვილად შეიძლება გვეპოვნა ზემოთ აღნიშნული ავტორებიდან რომელიმესთან: „ნიშანი ისეთი აღქმადი საშუალებაა, საიდანაც ვაკეთებთ დასკვნას არაღქმულის არსებობის შესახებ“. ლაიბნიცის ამ განსაზღვრებაში ძირითადია არა აღქმადსა და არააღქმადს შორის ურთიერთობის ფაქტი, არამედ ის, რომ ყოველი ნიშანი მის გარეთ არსებულ იმ ობიექტზე მიგვითითებს, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება ნიშნისაგან. ნიშნის მეორე თავისებურება, როგორც განსაზღვრება გვიჩვენებს, არის მისი გრძნობადი ხასიათი. იმისათვის, რომ ნიშანმა შეძლოს მითითება რაიმე სხვაზე, ის გრძნობადად უნდა მოგვეცეს, გამოცდილების საგანი გახდეს. ამგვარი ნიშანი შეიძლება არსებობდეს როგორც ბუნებრივად, ასევე იყოს მიზანდასახულად შექმნილი ადამიანის მიერ. ნიშნების ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, მის ემპირიულ მოცემულობაში გრაფიკულოპტიკური სახე აქვთ. ლაიბნიცი მათ „ქარაქტერებს“ უწოდებს.ნიშნები მრავალი სახისაა. მათ შორის ლაიბნიცი ჩამოთვლის ასოებს, სიტყვებს, ქიმიურ ფორმულებს, ასტრონომიულ აღნიშვნებს და ჩინური დამწერლობის სიმბოლოებს, იეროგლიფებს, მუსიკალურ ნოტებს, არითმეტიკულ, ალგებრულ და სხვა სახის ნიშნებს, რომელთაც ჩვენი აზროვნება საგნების აღსანიშნავად იყენებს. რამდენადაც გრაფიკულოპტიკური ნიშნების დიდ სიმრავლე არსებობს, ლაიბნიცი გულმოდგინედ სწავლობდა თითოეული მათგანის შესაძლებლობებს და ცდილობდა თავისი მიზნებისათვის შეერჩია საუკეთესო. ამით არის გამოწვეული ის ვითარება, რომ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე პრობლემის ანალიზისას ლაიბნიცი სრულიად სხვადასხვაგვარ აღნიშვნებს იყენებს. ასე მაგალითად, ახალგაზრდობაში, „კომბინატორულ ხელოვნებაში“, ის იყენებდა ციფრებს, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ასოებს. უფრო გვიან პერიოდში, მან არაერთი სიახლე შეიტანა ჩაწერის სისტემაში, რაც კარგად ჩანს მისი წერილიდან ბოინებურგისადმი, რომელშიაც სილოგისტური ფიგურების გამოსახვა ნაცადია გეომეტრიული ფიგურებით. მსგავსი რამ გვხვდება 1686 და 1690 წლების პერიოდის კალკულაციებში. არსებობს პირუკუ მცდელობებიც, როდესაც გეომეტრიული ფიგურები გამოისახება ასოებისა და რელაციების საშუალებით. ასეთია, მაგალითად, მისი „ნალისის სიტუს“ (1679). ერთერთი მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც ამგვარი „ექსპერიმენტის“ უკან უნდა დავინახოთ, მდგომარეობს ლაიბნიცის განზრახვაში წარმოადგინოს მათემატიკური, უფრო ზუსტად, გეომეტრიული ობიექტები მათთვის უფრო ბუნებრივ, იდეალურ მდგომარეობასთან ახლო მდგომი სახით, ვიდრე ეს ხდება ჩვვეულებრივ ამ ობიექტების გრძნობადაღქმადი სახით გამოსახვისას. უფრო გვიანი პერიოდის ტექსტებში თანდათანობით იზრდება მათემატიკური ოპერაციების ძირითად ნიშნებად ასოების შერჩევის ტენდენცია. კიდევ ერთი მოტივაცია, რაც ლაიბნიცის მიერ ნიშანთა გამუდმებული ძიებისა და გადასინჯვის წყარო იყო, განპირობებულია ნიშანსა და აღსანიშნს შორის კავშირის თვითნებური ხასიათით. ლაიბნიცი ცდილობდა მათი კავშირი უფრო მყარ ნიადაგზე დაემყარებინა. „ყოველი ადამიანური აზრი ხორციელდება გარკვეული ნიშნების ანუ ქარაქტერების მეშვეობით. მიზეზი ამისა ის არის, რომ არა მხოლოდ თავად საგნები, არამედ მათი შეიძლება იყოს გონების მიერ ყოველთვის ცხადად აღქმული: ამიტომ შემოკლებისათვის მათ ნაცვლად ნიშნები გამოიყენება“ ლაიბნიცის მოყვანილი სიტყვები, თუკი მათ განვიხილავთ ნიშნის და აზრის მიმართების ფუნქციონალური კუთხით, რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. ნიშნის უპირველესი ფუნქცია, როგორც ვხედავთ შეკვეცაა. აზრების და წარმოდგენების ზუსტი დაფიქსირება ადამიანის გონებას ყოველთვის როდი შეუძლია. ამიტომ, ზოგჯერ, აზრის ნაკადი შეკვეცას საჭიროებს, რაც ნიშნებით ხორციელდება. წარმოდგენების და აზრების შეკვეცა თვითმიზანი კი არ არის, არამედ აუცილებელი სამუშაოა იმისათვის, რომ ნიშანმა განახორციელოს თავისი მეორე ძირითადი ფუნქცია, აზრების ფიქსირება. თავის მხრივ, როგორც შეკვეცა, ასევე აზრის ფიქსირება შეგვიძლია ნიშნების მნემონიკურ ფუნქციას მივაკუთვნოთ, რომელიც ორივეს აერთიანებს. და ბოლოს მესამე და შესაძლოა ყველაზე არსებითი ფუნქცია რომელსაც ახორციელებს ნიშანი, შემეცნებისეულია და ის მნიშვნელობის კონსტიტუციას გულისხმობს. მნიშვნელობა ლაიბნიცისათვის არც აზროვნებით და არც წარმოსახვის ძალით არ შეიძლება ამოიწუროს, რადგან ეს მესამე ფუნქცია დამოუკიდებლად კი არ არსებობს აზრებთან და წარმოსახვებთან მიმართებაში, არამედ მოიცავს ნიშნების ორ, ზემოთ აღწერილ ფუნქციას. ნიშნების ამ სამ ფუნქციონალურ ანუ პრაგმატულ ელემენტს შორის მკაცრი სუბორდინაცია არსებობს. მათი სხვაგვარი, ე.ი. არასწორი, არათანმიმდევრული რიგი უკვე გარანტიაა ცნებათა აღრევისა და დაბნეულობისა.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "ნიშანი" в других словарях:

  • Non-English usage of quotation marks — A Non English usage of quotation marks Punctuation apostrophe ( …   Wikipedia

  • მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო — • (1469 1527) იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი. მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად… …   Georgian encyclopedia

  • მარგინალური ეკლესიები — მარგინალია ლათინური სიტყვაა (მარგინის კიდე) და ზღვარგადასულობას, განაპირებას ნიშნავს. ,,მარგინალური მდგომარეობა”, ,,მარგინალური საქციელი’’ იურისპრუდენციაში პიროვნების კონტროლგარე მდგომარეობას, კონტროლგარე საქციელს, ე. ი. ცნობიერების დაკარგვას და… …   Georgian encyclopedia

  • ძალადობა ოჯახში — • ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. Source: კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002, •… …   Georgian encyclopedia

  • კულტი — ლათინური სიტყვაა და რელიგიურ სამსახურს ნიშნავს. რელიგიათმცოდნეობაში კი ამ ტერმინით სექტის ის სახეობა აღინიშნება, რომელიც ექსტრემიზმით და რადიკალურობით გამოირჩევა და რომელსაც ხშირად ტოტალიტარულს ეძახიან. მისი არსებითი ნიშანი პიროვნების შთანთქმის,… …   Georgian encyclopedia

  • აუტიზმი — • [...] მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი სოციალური …   Georgian encyclopedia

  • პოსტინდუსტრიული საზოგადოება — • კლასიკური აღწერა შეიმუშავეს ბელმა და ტურანმა. მათი აღწერის მიხედვით, პოსტინდუსტრიული საზოგადოება ხასიათდება: 1. ეკონომიკაში მოხდა ძირითადი ვექტორის კიდევ ერთი გადატანა: თუ ინდუსტრიული, ანუ XIX საუკუნის საზოგადოება ხასიათდებოდა მიწათმოქმედებიდან …   Georgian encyclopedia

  • ბრიკოლაჟი — • ანუ ,,მიკერება“, ფრანგი სოციოლოგის დენიელ ერვიულეჟეს ტერმინი.თანამედროვეობას ადამიანის ყოფა ბედისწერიდან არჩევანისაკენ მიჰყავს და აღმსარებლობასაც ატყვია ამისი კვალი. და როგორც თანამედროვეობას ძალაუნებურად მივყავართ განპიროვნებულობისაკენ, ასევე… …   Georgian encyclopedia

  • Segno — ანუ ,,ნიშანი“, პოლიტიკური და თეოლოგიური გაზეთი, რომელმაც დღის სინათლე პირველად 1975 წლის ნოემბერში პალერმოში იხილა. ეს გაზეთი, რომლის სახელწოდების ინტერპრეტირება ,,ნიშანსვეტის“ მნიშვნელობითაც არის შესაძლებელი, ხანგრძლივი რედაქციული დაგეგმარებისა… …   Georgian encyclopedia

  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით — • საყოველთაო დეკლარაციის მე 2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»